საერთაშორისო დასახელება - Rasagilinum ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები
1. რა არის და რისთვის გამოიყენება: რაზაგილინი წარმოადგენს თეთრ ან მოთეთრო ფერის, ბრტყელ, ოვალურ ტაბლეტებს. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1 მგ რასაჯილინის მეზილატს. რაზაგილინი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ლევოდოპასთან (პარკინსონის დაავადების სამკურნალო სხვა საშუალება) კომბინაციაში. პარკინსონის დაავადებას იწვევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დოფამინის გამომამუშავებელი უჯრედების დაღუპვა. დოფამინი წარმოადგენს თავის ტვინში მოძრაობის ცენტრების მაკონტროლირებელ ძირითად ნივთიერებას. რაზაგილინი უზრუნველყოფს თავის ტვინში დოფამინის დონის მატებას და შენარჩუნებას.
2. როგორ გამოიყენება რაზაგილინი • რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ: ყოველთვის გამოიყენეთ მედიკამენტი თქვენი ექიმის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. რაზაგილინი მიიღება ერთი ტაბლეტი (1მგ.) ერთხელ დღეში. • მიღების გზა და მეთოდი: რაზაგილინი მიიღება ორალურად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე; მიიღეთ ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის (ერთი ჭიქა) წყალთან ერთად. • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი: გამოყენება პედიატრიულ კონტიგენტში: რაზაგილინის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული. გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში. • სპეციალური მდგომარეობები: თირკმლის უკმარისობა: დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის უკმარისობა: რაზაგილინი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის მსუბუქი უკმარისობიდან საშუალო სიმძიმის უკმარისობაში პროგრესირების შემთხვევაში, უნდა შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება. არ შეიძლება რაზაგილინის გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. თუ გრძნობთ, რომ რაზაგილინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
3. რა არის რაზაგილინის შესაძლო გვერდითი ეფექტები პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ძალიან ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე მეტ პაციენტში): • პათოლოგიური მოძრაობები (დისკინეზია) • თავის ტკივილი ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში): • მუცლის ტკივილი • უნებლიე დაცემა • ალერგიული რეაქციები • ცხელება • გაციება