კასტელანი მუქი ხსნარი 25მლ ფლაკონი #1
კასტელანი მუქი ხსნარი 25მლ ფლაკონი #1

კასტელანი მუქი ხსნარი 25მლ ფლაკონი #1

საქართველო

ოფიცინა
პროდუქტის შესახებ
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების მქონე გარეგანი საშუალება.

შემადგენლობა:
რეზორცინი - 2,03გ, ბორმჟავა - 0,203გ, ფენოლი - 1,016გ, ფუქსინი -0,03გ, ეთანოლი 95% -3,05მლ, გამოხდილი წყალი - 25მლ-მდე.

ჩვენება: კანდიდოზები.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
ხსნარი დაიტანება დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები: დატანისას შემდეგ ადგილობრივად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილისა და წვის ხანმოკლე შეგრძნება, რომელიც მალევე ქრება და არ საჭიროებს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებული მითითებები: არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება კანის საფარველის დიდ უბანზე, რადგან შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფენოლის დოზის გადაჭარბებას: რადგან ფენოლი აღწევს სისხლში და დიდ დოზას შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიური ზემოქმედება ორგანიზმზე (თავბრუსხვევა, სისუსტე).
გასათვალისწინებელია, რომ ფუქსინის შემცველობის გამო პრეპარატი ზედაპირს ღებავს წითლად!
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში აკრძალულია.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა: 25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში, პოლიეთილენის საცობით და თავსახურით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (გაიცემა ურეცეპტოდ).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ოფიცინა
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
რეზორცინი+ფენოლი+ბორის მჟ+ფუქსინი
ფორმა
ხსნარი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
25მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი