Gervetin tab/with menthe/ 3mg #20

Gervetin tab/with menthe/ 3mg #20

Macedonia

რეპლეკ ფარმა
About Product
შემადგენლობა: თითოეული პასტილი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 3 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, პიტნის ზეთი 2719814, პოვიდონი, ნატრიუმის ციკლამატი, მანიტი, სორბიტი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი მწვანე ოპადრაი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ჩვენებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის პირის ღრუსა და ყელ-ყურ-ცხვრის ანთებითი დაავადებები, პირის ღრუსა და ყელში ტკივილის სიმპტომებისა და გაღიზიანების შემსუბუქება.

დოზირება და მიღების წესი: პასტილი მთლიანად უნდა გაიწუწნოს პირში, უკეთესი ეფექტის მიაღწევად სასურველია მაქსიმალურად დიდხანს. მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ზემოთ: ერთი პასტილი დღეში 3-ჯერ. 6-11 წლის ასაკის ბავშვები: პრეპარატი გამოიყენება მოზრდილების მეთვალყურეობით. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. არ შეიძლება გადაყლაპვა ან დაღეჭვა.

გვერდითი მოვლენები: პირის სიმშრალე, დაბუჟების შეგრძნება, წვა პირის ღრუში. კანზე გამონაყარი, ძილიანობა. ლარინგოსპაზმი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის სალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში. ბრონქოსპაზმი შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ან ადრე ჰქონდათ ბრონქული ასთმა. ასეთ პაციენტებში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს პატარა წყლულები ლოყების ლორწოვანაზე ან ღრძილებზე. თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდება 3 დღის განმავლობაში, აგრეთვე ცხელების განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ჩვენების მიხედვით.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვის ან სხვა ისეთი საქმიანობის შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება: დღეისათვის ცნობილი არ არის პრეპარატ გერვეტინის ჭარბი დოზირების შემთხვევები. სამკურნალო დოზებზე 100-ჯერ მეტი დოზების პერორალურად მიღებისას ბავშვებში აღინიშნება ნერვული აგზნება, კრუნჩხვები, ოფლიანობა, ატაქსია, კანკალი და ღებინება; ასეთ შემთხვევებში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. მწვავე ჭარბი დოზირებისას მხოლოდ სიმპტომატური თერაპია; აუცილებელია კუჭის დაცლა, ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. უნდა შენარჩუნდეს ადექვატური ჰიდრატაცია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: #10 საწუწნი პასტილი ბლისტერში. #2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.
Show More
More Info
Brand
რეპლეკ ფარმა
Country
Macedonia
Generic
benzydamine
Dose
3მგ
Form
ტაბლეტი საწუწნი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page