Benet Eco spary 0.15% 15ml #1

Benet Eco spary 0.15% 15ml #1

Turkey

აბდი იბრაჰიმი
About Product
შემადგენლობა
ბენეტი ეკოს 15მლ ორალური სპრეი აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს 22.5მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს (0.15%), ასევე საქარინს დამატკბობელის, მეთილპარაბენს კონსერვანტის, პიტნის ესენციას არომატიზატორისა და ეთანოლს გამხსნელის სახით. ყოველი შესხურების მოცულობა არის 0.18 მლ (0.270მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი).ჩვენებები:
• ყელის ტკივილის, ფარინგიტის, ლარინგიტის და ტონზილიტის ანტიბაქტერიული მკურნალობის დამატებითი თერაპია;
• ტონზილექტომიის შემდეგ;
• ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა სამედიცინო მიზეზებით (მაგ., ტრაქეალური ინტუბაცია) გამოწვეული ორალური მუკოზიტი (პირის ლორწოვანის ანთება და გაღიზიანება);
• აფთოზური წყლულების, გლოსიტის, გინგივიტის და სტომატიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
• რეკურენტული აფთოზური სტომატიტი;
• პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოწვეული ბეხჩეტის დაავადებით;
• პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოწვეული პემფიგუსის ჯგუფის დაავადებებით;
• ორალური დაზიანებების მკურნალობა მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის დროს;
• ორალური ეროზიული ბრტყელი ლიქენის მკურნალობა;
• ტკივილის შესამსუბუქებლად პირის ღრუს და ხახის სხვადასხვა მანუპულაციების შემდეგ: პერიოდონტალური პროცედურები, ოპერაციები პირის ღრში, კბილებზე, ყბებზე;.
• ორალური ლორწოვანი ანთებების (სტომატიტის) მკურნალობა.

უკუჩვენება
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის სისტემური აბსორბცია ძალიან მცირეა (პირის ღრუს ლორწოვანიდან უმნიშვნელო აბსორბციისა და მისი ნაწილის ჩაყლაპვის შემდეგ), ამიტომ ბენეტის ორალური სპრეის ჭარბი დოზირება ან ტოქსიურობა არ ვითარდება.
საჭიროა პრეპარატის თვალებთან კონტაქტის თავიდან აცილება.

ბავშვები: რადგან არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება, პრეპარატი რეკომენდებული არ არის 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის კატეგორია B. აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.

პრეპარატის ზეგავლენა ეფექტი ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე აღწერილი არ არის.გამოყენება და დოზირება
ბენეტი ეკო ორალური სპრეი:
მოზრდილები და ხანდაზმულები: 4-8 შესხურება 1.5 - 3 საათის ინტერვალით, 4-8-ჯერ დღეში.
ბავშვები (6-12 წელი): 4 შესხურება 1.5 - 3 საათის ინტერვალით, 4-ჯერ დღეში.
ბავშვები 6 წლის ქვემოთ: ერთი შესხურება სხეულის ყოველ 4 კგ წონაზე 1.5 - 3 საათის ინტერვალით, მაქსიმუმ 4 შესხურება დღეღამეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-7 დღეა. თუ ამ პერიოდში არ დადგა სასურველი ეფექტი, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.გამოშვების ფორმა
15მლ-იანი ფლაკონი სპრეის პლასტიკური ადაპტერით.

ვარგისობის ვადა

36 თვე.
Show More
More Info
Brand
აბდი იბრაჰიმი
Country
Turkey
Generic
benzydamine
Dose
0.15%
Form
სპრეი ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
15მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page