ნიტრომინტი სპრეი 400მგ/1დოზა 10გრ ფლაკონი #1

ნიტრომინტი სპრეი 400მგ/1დოზა 10გრ ფლაკონი #1

უნგრეთი

ეგისი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - nitroglycerin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიანგინალური საშუალებები → პერიფერიული ვაზოდილატატორები ვენებზე უპირატესი მოქმედებით

შემადგენლობა
ნიტრომინტის® აეროზოლი
ერთი ბალონი (10გ) შეიცავს ნიტროგლიცერინის 1%-იანი ხსნარის 8გ-ს.
აეროზოლის ერთი დოზა შეიცავს ნიტროგლიცერინის 0.4მგ-ს. ყოველი ბალონი შეიცავს არანაკლებ 180 დოზისა.
ასევე შეიცავს: ეთანოლს, პროპილენგლიკოლს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კარდიოლოგიაში გამოსაყენებელი ვაზოდილატატორი

ჩვენებები
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნიტროგლიცერინი გამოიყენება როგორც კორონარული სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალება. ნიტროგლიცერინი მოქმედებს სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე და აფართოვებს პერეფერიულ ვენებსა და არტერიებს, ასევე, კორონარულ სისხლძარღვებს, რითიც ამცირებს გულის პრე- და პოსტდატვირთვას, ამცირებს ჟანგბადზე მოთხოვნას, აუმჯობესებს კორონარულ სისხლმიმოქცევას და იშემიური მიოკარდიუმის უზრუნველყოფას ჟანგბადით. პრეპარატი აუმჯობესებს გულის მუშაობას და ფიზიკური დატვირთვის ამტანობას.
ნიტრომინტი გამოიყენება სტენოკარდიის მწვავე შეტევის დროს (ტკივილი მკერდის არეში) და ასევე, სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკისათვის, პირის ღრუში შესხურების გზით ფიზიკური დატვირთვის წინ. მისი გამოყენება შეიძლება, როგორც დამატებითი საშუალება გადაუდებელ სიტუაციაში მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობისა და ასევე, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს შევსების წნევის შესამცირებლად. ნიტრომინტის აეროზოლით შეიძლება კორონარული არტერიების სპაზმის პროფილაქტიკა კორონაროგრაფიის დროს.
პირის ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემდეგ, ნიტროგლიცერინი სწრაფად შეიწოვება და მისი ეფექტი ერთ წუთში ვლინდება.

მიღების წესები და დოზები
ნიტრომინტის აეროზოლი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულებით. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
დოზირების სარქველზე თითის ყოველი დაჭერა უშვებს ერთ დოზას (ნიტროგლიცერინის 0.4 მგ) აეროზოლის სახით მექანიკური ტუმბოს მქონე ბალონიდან.
ჩვეულებრივი დოზები:
სტენოკარდიის შეტევის დროს უნდა იქნას შესხურებული ერთი ან ორი დოზა ენის ქვეშ მჯდომარე მდგომარეობაში. აუცილებლობის შემთხვევაში 15 წუთის მანძილზე შეიძლება შესხურება არაუმეტეს სამი დოზისა (სარქველზე დაჭერით).
პროფილაქტიკა: ერთი დოზის შესხურება ფიზიკურ დატვირთვამდე 5-10 წუთით ადრე.
მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა ფილტვების შეშუპებით ან მის გარეშე და მიოკარდის მწვავე ინფარქტი: მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა ფილტვების შეშუპებით ან მის გარეშე და მიოკარდის მწვავე ინფარქტი
კორონაროგრაფიის წინ: პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 1-2 დოზის შესხურება (0.4-0.8მგ).
ხანდაზმულ პაციენტებს შეუძლიათ იგივე დოზის მიღება.
არ არის რეკომენდებული ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება ბავშვებში.
თუ ნიტრომინტის აეროზოლი ავლენს ძალიან ძლიერ ან ძალიან სუსტ ეფექტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გამოყენების წესი
პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ნიტრომინტის აეროზოლის სასწრაფოდ გამოყენება სიბნელეში. ამიტომ, თუ მას იგი არასოდეს გამოუყენებია, ამიტომ მან რამოდენიმე დოზა ჰაერში უნდა გაუშვას. ეს დაგეხმარებათ დოზირების ტუმბოს ავსებაში.
- შეძლებისამებრ დაბრძანდით.
- მოხსენით ხუფი. აეროზოლი დაიჭირეთ ვერტიკალურად, საჩვენებელი თითი დაადეთ თეთრ ღილაკს.
- გააღეთ პირი და მიიტანეთ მასთან აეროზოლის ბალონი, რაც შეიძლება ახლოს, მიეცით მიმართულება ენის ქვეშ.
- ძლიერად დააჭირეთ ღილაკს, აეროზოლს მიეცით მიმართულება ენის ქვეშ.
- დაუყოვნებლივ დახურეთ პირი, მაგრამ არ შეისუნთქოთ პრეპარატი. აეროზოლის შესხურების დროს შეაჩერეთ სუნთქვა.
- აუცილებლობის შემთხვევაში დაელოდეთ 30 წამი და გაიმეორეთ მთელი პროცედურა.
ბალონის შენჯღრევა გამოყენების წინ არ არის საჭირო.
აღნიშნულის შესრულება ადვილია ღამითაც, რადგან დოზირების სარქველის გამშვები ხვრელის პოვნა შეიძლება შეხებით.

გვერდითი მოვლენები
მკურნალობის დაწყებისას შესაძლოა თავის ტკივილი სისხლძარღვების გაფართოვების შედეგად. პრეპარატის პირველი მიღების ან დოზის გაზრდის დროს, შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება ან ორთოსტატული ჰიპოტენზია გახშირებული გულისცემით, თავბრუსხვევით და სისუსტით. შესაძლებელია, ასევე, წვის ხანმოკლე, მსუბუქი შეგრძნება.
იშვიათ შემთხვევებში ვითარდება გულისრევა, ღებინება, სახის სიწითლე, კანის ალერგიული რეაქციები და
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეგისი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
ნიტროგლიცერინი
დოზა
400მგ/1დოზა
ფორმა
სპრეი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი