Juvit C 100mg/1ml 40ml in vial #1
Juvit C 100mg/1ml 40ml in vial #1

Juvit C 100mg/1ml 40ml in vial #1

Poland

ჰასკო-ლეკი
About Product
შემადგენლობა: 1მლ პრეპარატი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 100მგ. შემავსებლები: გლიცეროლი, გამოხდილი წყალი.

ჩვენება: ვიტამინი C მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, რომელსაც ეწოდება ჟანგვა და აღდგენა და რომელიც მიმდინარეობს უჯერდში, მაგ. უჯრედული სუნთქვის პროცესში. ის აუცილებელია კოლაგენის, ელასტინის და უჯრედშიდა ნივთიერებების ფორმირებისთვის და შესაბამისად, ხრტილის, ძვლების და კბილების ნორმალური განვითარებისთვის, ისევე, როგორც ჭრილობის შეხორცებისთვის. ვიტამინი C ზრდის სისხლძარღვების კაპილარების ელასტიურობას. ის გავლენას ახდენს იმუნური უჯრედების ფორმირებაზე (მიიჩნევა, რომ ის მონაწილეობს იმუნოგლობულინის და ინტერფერონის პროდუქციაში) ნაწლავებში. ვიტამინი C აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის სტეროიდების, კატექოლამინების, ინსულინის პროდუქციაში და მონაწილეობს არომატული ამინომჟავების გარდაქმნაში და თიროქსინის მეტაბოლიზმში. იუვიტის ორალურად მისაღები ხსნარი განკუთვნილია C ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ და C ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პრევენციისთვის, პირველ რიგში, სურავანდის და მისი საწყისი სიმპტომების დროს, მოელლერ-ბარლოუს დაავადების დროს, გამოჯანმრთელების პერიოდში და C ვიტამინით ღარიბი საკვების მიღების დროს, განსაკუთრებით ბავშვებში, ხელოვნური კვებით. პრეპარატი განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებში.

უკუჩვენება: პრეპარატის მიღება არ შეიძლება ოქსალატური ნეფროლითიაზის, ან ასკორბინის მჟავას, ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. არ შეიძლება მაღალი დოზების მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის ჭარბი შეწოვის დროს.


იუვიტის მიღების გზა: განკუთვნილია შიგნით მისაღებად. თუ პაციენტს არ მიუღია სხვაგვარად გამოყენების მითითება: ახალშობილები და მცირეწლოვანი ბავშვები (28 დღიდან 24 თვემდე ასაკის): 5-8 წვეთი დღეში ერთხელ სასმელთან ან საკვებთან ერთად. ბავშვები (3-11 წლის ასაკის): 10 წვეთი დღეში ერთხელ. ახალგაზრდები (12 წლის ასაკიდან) და მოზრდილები: 15-20 წვეთი დღეში ერთხელ (უფრო მაღალი საჭიროების და დეფიციტის დროს შეიძლება დოზის გაორმაგება და მიღება დღეში ორჯერ). 1მლ პრეპარატი შეესაბამება 20 წვეთს (ხრახნიანი თავსახური აღჭურვილია წვეთოვანი ფუნქციით). პრეპარატის მიღება შეიძლება საკვებთან ან სასმელთან ერთად. თუ პაციენტს ექმნება შთაბეჭდილება, რომ იუვიტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25C ტემპერატურამდე, ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დასაცავად. იუვიტი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
Show More
More Info
Brand
ჰასკო-ლეკი
Country
Poland
Generic
ascorbic acid
Dose
100მგ/1მლ
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
40მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page