About Product
შემადგენლობა: 1 ინჰალატორის შემადგენლობა: მენთოლის კრისტალი - 658 მგ, კამფორი - 124 მგ, პიტნის ზეთი - 258 მგ, ევკალიპტის ზეთი - 65 მგ, მიხაკის ზეთი - 5 მგ, დარიჩინის ზეთი - 6 მგ, თხევადი პარაფინი - 184 მგ.
ჩვენებები: ანტისეპტიკური საშუალება რინიტის კომპლექსური მკურნალობისთვის.
დოზირება და მიღების წესი: ინჰალაცია 1-2 შესუნთქვა 10-15-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება, რომლის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
განსაკუთრებული მითითებები: არ არსებობს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: თეთრი ფერის პლასტმასის ტუბი მჭიდროდ დახურული თავსახურით. ტუბის შიგნით მოთავსებულია ცილინდრული ფორმის ფილტრი გაჟღენთილი ინგრედიენტებით; ეთერზეთებისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სუნით. ტუბზე მიმაგრებულია ქაღალდის მარკირება. საინჰალაციო ფანქარი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: „დანაფა ფარმასიუტიკალ ჯოინთ სთოკ კომპანი”, ვიეტნამი
Show More
More Info
1829
Generic
menthol+camphora+olueum menthae+oleun eucalypti+oleum cinnamon+oleum clove