Tetracaine eye drops 1% 10ml in vial
Tetracaine eye drops 1% 10ml in vial

Tetracaine eye drops 1% 10ml in vial

Armenia

ლიქვორი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Tetracainum
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

აღწერილობა; უფერო ან მოყვითალო ელფერით გამჭვირვალე სითხე.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ტეტრაკაინ ჰიდროქლორიდი – 0,05 გრ ან 0,1 გრ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი – 0,081 გრ ან 0,072 გრ. ბენზალკონიუმის ქლორიდი – 0,0005 გრ, საინიექციო წყალი – 10 მლ-მდე.

ჩვენებები
ადგილობრივი ანესთეზია ხანმოკლე ოპერაციებისა და მანიპულაციების დროს ოფტალმოლოგიურ პრაქტიკაში.

გამოყენების მეთოდები და დოზები
ოპერაციულ ჩარევამდე პრეპარატს კონიუქტივალურ პარკში 1-2 წვეთის ოდენობით აწვეთებენ (არა უმეტეს 2-3 წვეთისა), საჭიროების შემთხვევაში ოპერაციის დროს დამატებით 1-2 წვეთს აწვეთებენ.

გვერდითი მოვლენები
ფოტოფობია, ცრემლდენა, კონიუქტივის ქემოზი, ოფტალმოტონუსის მომატება. ხანგრძლივი გამოყენებისას – კერატიტი, რქოვანას მდგრადი გამუქება, რქოვანაზე სპაიკების განვითარება მხედველობის სიმახვილის დაკარგვით, შენელებული ეპითელიზაცია.
შეიძლება განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის ეთერების ჯგუფის სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ან პარაამინობენზოის მჟავას და მისი მწარმოებლების მიმართ) ლორწოვანი გარსების დაზიანება ან ანთება, კარგად ვასკუალიზირებულ ადგილებში, ბავშვთა ასაკი (10 წლამდე).

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავბრუ, ასთენია, ციანოზი, აღგზნებადობა, შფოთვა, ტრემორი, კრუნჩხვები, სუნთქვის დარღვევა, კოლაფსი, გულისრევა, ღებინება, კომა, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, მეტჰემოგლობინემია.
მკურნალობა. კანისა და ლორწოვანი გარსებიდან მოცილება, კუჭის გამორეცხვა (ზონდის მეშვეობით) აქტივირებული ნახშირით, მარილოვანი საფაღარათოები; სუნთქვის დათრგუნვისას – ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, ოქსიგენოთერაპია, კოლაფსის დროს - ვენაში სისხლის შემავსებლების შეყვანა (მარილის ხსნარები, ჰემოდეზი, დექსტრანის პრეპარატები), ვაზოკონსტრიქტორები (უმჯობესია, მიოკარდიუმის მასტიმულირებელის), კრუნჩხვების დროს – ვენაში დიაზეპამი, მეტჰემოგლობინემიის დროს – ვენაში 1-2 მგ/კგ ლურჯი მეთილენის ან 100-200 მგ ასკორბინის მჟავას შეყვანა.

განსაკუთრებული მითითებანი
ნუ გამოიყენებთ ხანგრძლივად ან ხშირად ოფტალმოლოგიაში (რქოვანას დაზიანების საშიშროება).
ინსტრუმენტები და შპრიცები, რომელთაც კონტაქტი აქვთ ტეტრაკაინთან არ უნდა შეიცავდნენ ტუტის ნარჩენებს (ვითარდება უხსნადი ფუძე).

ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება
გამოიყენება სიფრთხილით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ამცირებს სულფანილამიდების ანტიმიკრობულ აქტივობას.
სისხლძარღვების შემავიწროვებელი სამკურნალო საშუალებები ახანგრძლივებენ ეფექტს.
ქოლინესთერაზას მაინჰიბირებელი პრეპარატები (ანტიმიასთენური, ციკლოფოსფამიდი, ინსექტიციდები, თიოთეპა) ამცირებენ ტეტრაკაინის მეტაბოლიზმს და ზრდიან მის ტოქსიურობას.
ანტიკოაგულანტები (დალტეპარინი, ენოქსაპარინი, ჰეპარინი, ვარფარინი) ზრდიან სისხლდენების განვითარების საშიშროებას.
საძილე და სედაციურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად ტეტრაკაინის დანიშვნისას შესაძლებელია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მათი დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება.
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას იზრდება არტერიული წნევის დაქვეითების საშიშროება.
აძლიერებს და ახანგრძლივებს მიორელაქსაციური პრეპარატების ეფექტს.
ბეტა-ადრენობლოკატორები ანელებენ ტეტრაკაინის მეტაბოლიზმს.
Show More
More Info
Brand
ლიქვორი
Country
Armenia
Generic
tetracaine
Dose
1%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page