Eucolin Bei Sogni 15ml #1
Eucolin Bei Sogni 15ml #1

Eucolin Bei Sogni 15ml #1

Italy

ბიოთრეიდინგი
About Product
Eucolin Bei Sogni
ეუკოლინ ბეი წვეთები 15მლ

შემადგენლობა: Eucolin Bei Sogni-საკვები დანამატი, მიღებული ცაცხვის და იალღუნის გლიცერინის მაცერატით, კამისა და გვირილის ტიტრირებული მშრალი ექსტრაქტით.

ჩვენება: კამა და გვირილა არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას და უზრუნველყოფს გაზების ფიზიოლოგიურ გამოდევნას.
მელატონინი აჩქარებს ფიზიოლოგიური ჩაძინების პროცეს. (ეფექტი მიიღება 1მგ მელატონინის მიღებით ძილის წინ, რაც უდრის 10 წვეთს).
ცაცხვი (Tilia tomentosa Moench) ყვავილოვანი მცენარეა, რომელიც მიეკუთვნება ცაცხვისებრთა ოჯახს. ცაცხვის ყვავილი მდიდარია ფლავონოიდებით და კუმარინით. ის ასევე შეიცავს ეთერზეთს, რაც აძლევს სასიამოვნო დამახასიათებელ სურნელს. შეიცავს ფენალაციდებს: ქოლოგენურ მჟავას და კოფეინს, კუმარინს, ვიტამინ C და გარკვეულ რაოდენობა ტანინს.
დამახასიათებელი მოქმედება: აქვს მსუბუქი სედაციური და დამაშვიდებელი მოქმედება, განსაკუთრებით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით გამოწვეული შფოთვის და ჰიპერაგზნებადობის დროს. ამ მცენარეში შემავალი ფიტოკომპლექსები უკავშირდება ბენზოდიაზეპინის რეცეპტორებს, რაც განაპირობებს მის ანქსიოლიზურ და სედაციურ ეფექტს. მისი დამამშვიდებელი მოქმედება განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებში.
დადასტურებულია გვერდითი ეფექტების არარსებობა.
არ იწვევს ძილიანობას და შეჩვევას.
სპაზმოლიტიკი: ხასიათდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე ანტისპაზმური მოქმედებით, რაც გამოწვეულია კალციუმის იონების შეღწევის დაბლოკვით. ცაცხვის შემადგენლობაში შემავალი ლორწოვანი ნივთირებები ხელს უწყობენ ნაწლავის კედლის დაცვას გამღიზანებლისგან.

დიდი კამა (ცერეცო) (Foeniculum vulgare Mil)-მდიდარია ეთერზეთებით, დაახლოებით 1% -2%.
დამახასიათებელი მოქმედება: საჭლის მონელება: ტრადიციულად გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულაციისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც მიირთმევს ბევრს და ცხიმით მდიდარ საკვებს.
მეტეორიზმის საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება გამოწვეულია მსხვილ ნაწლავში მიმდინარე ფერმენტაციის პროცესის ინჰიბირებით, რაც ამცირებს ბაქტერიების ზრდას მსხვილი ნაწლავის გლუვ კუნთოვან ქსოვილში.
ნაწლავის ფერმენტაციის დროს, წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ბიოგაზი, რაც იწვევს ნაწლავის შებერვას და მსხვილი ნაწლავის გლუვი კუნთების შეკუმშვის სტიმულაციას. შედეგად არის შებერვის შეგრძნება, მეტეორიზმი და ტკივილი მუცლის არეში.
კლiნიკური კვლევებით დადგენილია, რომ კამას აქვს ისეთივე სიმპტომური მოქმედება, როგორც მეტოკლოპრამიდს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მასტიმულირებელი საშუალება, ნაკლებად გამოხატული გვერდითი მოვლენებით.
იალღუნი (Tamarix gallica): შეიცავს: ტანინს, გალის მჟავას,მეთილურაცილს.
აქვს დისპეპსიის საწინააღმდეგო მოქმედება, რაც პრევენციას ახდენს და კურნავს ადრეულ ნეონატალურ პერიოდში არსებულ პრობლემებს, დაკავშირებულს კვებასთან. როგორიცაა: მეტეორიზმი, კოლიკა და ამასთან დაკავშირებული აგზნებადობა ჩვილებში.
საჭმლის მომნელებელი მოქმედება: ამცირებს მუცლის შებერილობას, აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას, ასტიმულირებს მადას.
გვირილა (Matricaria chamomilla): მდიდარია ფლავონიდებით, რომლებიც მშრალი მცენარის 8% შეადგენენ და მათი უმეტესობა თეთრ ფოთლებშია. ესენცია: ალფა-ბისაბოლოლი, ქამაზულენი და მისი ოქსიდები, რომლებიც უფრო უხვადაა ყვავილის ყვითელ გულში.
დამახასიათებელი მოქმედება: ძირითადად აქვს სედაციური ეფექტი. ცოტახნის წინ დადგენილი იქნა, რომ ზოგიერთ ფლავანოიდს ქვს ისეთივე მოქმედება, როგორც ბენზოდიაზეპამს.
დამცავი მუცლისთვის: აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც დაკავშირებულია აზალინთან და მის წარმოებულებთან, ასევე ფლავანოიდებთან.
ბისაბოლოლი და მისი წარმოებული იცავს კუჭ-ნაწლავს წყლულის განვითარებისაგან.
ანთებისსაწინაარმდეგო მოქმედებას განაპირობებს ფლავანოიდები, რომლებიც ახდენენ ანთების გამომწვევი ფერმენტების მოქმედების ინჰიბირებას.
სპაზმოლიზური მოქმედება: მცენარე ხსნის სპაზმს გლუვ კუნთებზე, რასაც უზრუნველყოფს ფლავანოიდები და განსაკუთრებით აპეგენინა, ასევე ბისაბოლოლი.
სპაზმოლიზური მოქმედება, ანალოგიურია პაპავერინის მოქმედების. რაც გამოწვეულია კალციუმის შეღწევის შეფერხებით ნაწლავის გლუვკუნთოვანი ქსოვილის უჯრედებში.
Show More
More Info
Brand
ბიოთრეიდინგი
Country
Italy
Generic
melatonin+tilae
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
15მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page