Nurofen tab 200mg #10

Nurofen tab 200mg #10

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland

რეკიტ ბენკიზერი
About Product
საერთაშორისო დასახელება - ibuprofen
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

ჩვენებები
სახსრებისა და ხერხემლის ანთებითი-დეგენერაციული დაავადებები (მათ შორის - რევმატიული და რევმატოიდული ართრიტები, მაანკილიზებელი სპონდილიტი, ოსტეოართროზი), სახსრების სინდრომი პოდაგრის გამწვავების პერიოდში;
ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ტენდინიტი, ბურსიტი, რადიკულიტი, რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმული ანთება;
ნევრალგია, მიალგია, ტკივილის სინდრომი ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების და ადნექსიტის დროს;
ალგოდისმენორეა, თავის ტკივილი, კბილის ტკივილი;
ფებრილური მდგომარეობა (ცხელება) ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.

დოზირების რეჟიმი
ინდივიდუალურია, დაავადების ნოზოლოგიური ფორმისა და კლინიკურ გამოვლინებათა სიმძიმის მიხედვით.
პერორალური გზით მიღებული ან რექტალურად (სწორ ნაწლავში) შეყვანილი იბუპროფენის დოზა ზრდასრულებში 200-800 მგ შეადგენს, მიღების სიხშირე 3-4-ჯერ დღეში;
ბავშვებში სადღეღამისო დოზაა 20-40 მგ/კგ რამდენიმე მიღებაზე განაწილებული.
მაქსიმალური დოზა ზრდასრულებისათვის: 2-4 გ მიღების ორივე წესის შემთხვევაში (პერორალურად ან რექტალურად).

გვერდითი მოვლენები
მომნელებელ სისტემაში: ხშირია გულისრევა, უმადობა, ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, ფაღარათი; მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის არხის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებაც, იშვიათად - სისხლდენა; ხანგრძლივი მიღების შედეგად მოსალოდნელია ღვიძლის ფუნქციის მოშლაც.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ხშირია თავის ტკივილი, თავბრუ, ძილის მოშლილობა, აგზნება, გადახრები მხედველობაში.
სისხლის წარმომქმნელ სისტემაში: ხანგრძლივი მიღების შედეგად მოსალოდნელია ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.
შარდის გამომყოფ სისტემაში: ხანგრძლივი მიღების შედეგად მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის მოშლა.
ალერგიული რეაქციები: ხშირია კანზე გამონაყარი, კვინკეს შეშუპება; იშვიათად - ასეპტიკური მენინგიტი (უპირატესად აუტოიმუნური დაავადებების შემთხვევებში); ბრონქოსპაზმური სინდრომი.
ადგილობრივი რეაქციები: გარეგანი ხმარების დროს მოსალოდნელია კანის ჰიპერემია, წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება.

უკუჩვენებები
* კუჭისა და ნაწლავების ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში;
* მხედველობის ნერვის დაავადება - „ასპირინული ტრიადა“, დარღვევები სისხლის წარმოქმნაში;
* აშკარა გადახრები თირკმლისა ან ღვიძლის ფუნქციებში;
* ჭარბი მგრძნობელობა იბუპროფენისადმი.
Show More
More Info
Brand
რეკიტ ბენკიზერი
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
ibuprofen
Dose
200მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page