Solgar-Curcuminkafs #30
Solgar-Curcuminkafs #30

Solgar-Curcuminkafs #30

United States of America

სოლგარი
About Product
სოლგარი
კურკუმინი
185-ჯერ უფრო სწრაფი...უკეთესი... მაღალი ბიოშეღწევადობა
რა არის კურკუმინი?
კურკუმინი წარმოადგენს სამკურნალო მცენარე კურკუმას (ტურმერიკის) მთავარ აქტიურ ნივთიერებას, კურკუმინოიდს, რომლის შემცველობაც 93-95%-ს აღწევს. იგი განსაზღვრავს მის ყვითელ შეფერილობას. კურკუმინი ფენოლური შენაერთია, რომელიც მიიღება ტურმერიკის რიზომადან.
რაში გვჭირდება კურკუმინის ახალი ფორმა?
სტანდარტულ კურკუმინს აქვს ძალიან დაბალი ბიოშეღწევადობა:
რთულად შეიწოვება
მეტაბოლიზმი როგორც ღვიძლში ასევე ნაწლავებში იმდენად სწრაფია, რომ მისი მაღალი დოზით მიღების შემთხვევაშიც კი ძალიან მცირე რაოდენობით აღწევს სისხლში
დეტოქსიკაციური თვისებაც შენელებულია
გართულებულია ქსოვილებში განაწილება
სწორედ ამიტომ სოლგარმა შექმნა სპეციალური ფორმულა ბიოშეღწევადობის გასაზრდელად. დაამატა ემულსიები და ლიპოსომები (ფოსფოლიპიდების გამოყენებით), პიპერინი, რომელიც შავი პილპილის ალკალოიდს წარმოადგენს და ზრდის კურკუმინის შეწოვას 2000% ით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეამცირა მოლეკულის ზომა 10-დან 200ნმ-ის ფარგლებში, შექმნა მიცელა(ამფიპათიური მოლეკულების სფერული აგრეგაცია). ნაღვლის მჟავების მეშვეობით მიცელის მოლეკულის ცხიმში ხსნადი ნაწილი ექცევა შიგნით, ხოლო წყალში ხსნადი - ეკვრის გარს, შედეგად მოლეკულა შეღწევადი ხდება ნაწლავის წყალში ხსნად გარემოში. მცირე ზომის კურკუმინის მიცელა მარტივად გადის ნაწლავის მიკროხაოებში და აღწევს სისხლში.
რატომ სოლგარის კურკუმინი?
სოლგარი პირველია, რომელმაც ორგანიზმისთვის რთულად ასათვისებელი კურკუმას ექსტრაქტი გარდაქმნა ცხიმში და წყალში ხსნად კვებით დანამატად, რომლის ათვისებაც ხდება მომენტალურად
8-ჯერ უფრო სწრაფი აბსორბცია
სოლგარის კურკუმინის 40მგ შეესაბამება სტანდარტული კურკუმას 7400 მგ(7,4გ)-ს
გახანგრძლივებული მოქმედება, ორგანიზმში რჩება 24 საათის განმავლობაში
185-ჯერ უკეთესი ბიოშეღწევადობა
ბიომიმეტიკი (ხელოვნურად შექმნილი ბუნებრივის მსგავსი მიცელა)
უზრუნველყოფს ცხიმში ხსნადი კურკუმინის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლიან გარემოში ხსნადობას
PH სტაბილურია 1.1 დან 8.0 მდე ( არ იშლება კუჭის მჟავა გარემოში)
პატარა, შესაბამისი ზომა, იმისთვის რომ გააღწიოს მიკროხაოში და მაქსიმალურად აბსორბირდეს
ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური წარმონაქმნებისგან და ეხმარება ორგანიზმს სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლაში.
მეცნიერული აღმოჩენების თანახმად, სამხრეთ აზიაში, სადაც საკვებად იყენებენ და სხვადასხვა კერძებში ამატებენ კურკუმას, სიმსივნით დაავადებული ადამიანების სიხშირე 10- ჯერ უფრო დაბალია1. მეცნიერების ნაწილი აცხადებს, რომ "არ არსებობს კიბოს ისეთი სახეობა, რომელიც არ ექვემდებარება კურკუმინით მკურნალობას". კვლევებით დადგენილია, რომ კურკუმინი ერევა არა ერთეულ, არამედ მრავალ სამიზნეს, რომლებიც ჩართულნი არიან კიბოს წარმოქმნის პროცესში, სიმსივნური უჯრედების ზრდის ფაქტორის დაბლოკვის ხარჯზე. თრგუნავს კიბოს ღეროვანი უჯრედების თავიდან გაზრდას, რომლებიც კიბოს სათავეებად გვევლინებიან და ხშირ შემთხვევაში არ ექვემდებარებიან ქიმიო და სხივური თერაპიით მკურნალობას2. იწვევს სიმსივნის დამრთგუნველი 600 მდე გენის აქტივაციას3 . სიმსივნეს სისხლმომარაგების გარეშე ტოვებს4 . ანადგურებს კიბოს უჯრედებს5. პირდაპირი სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა განაპირობებს კურკუმინის ანტიკანცეროგენულ მოქმედებას, მაგრამ მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს რომ ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით ის შერჩევითად მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს ებრძვის და არ აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს.
კურკუმა 5600 კვლევის საგანი გახდა. შციენტიფიც ჟოურნალ “The Prostate”-მა, 2011წელს დაადგინა, რომ კურკუმინი მნიშვნელოვნად აჩერებს პროსტატის და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ზრდას. international journal of cancer -ში 2007 წელს გამოქვვეყნებული კვლევის მონაცემებით კურკუმინი ოქსალიპლატინზე უფრო ეფექტურია წვრილი დ მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობისას, UCLA ჩატარდა კვლევები კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ პაციენტებზე. კურკუმინი ეფექტურია პანკრეასის კიბოსთან ბრძოლის დროს, ამცირებს სარძევე ჯირკვლის და ფილტვის კიბოს ზრდის პოტენციალს6. აფერხებს მელანომის წარმოქმნას და ანადგურებს უკვე წარმოქმნილ უჯრედებს.
დოზირება : გამოიყენება როგორც საკვები დანამატი, მოზრდილთათვის 1 კაფსულა დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.
Show More
More Info
Brand
სოლგარი
Country
United States of America
Generic
curcuma logne
Form
კაფსულა
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page