Ecice tab #60

Ecice tab #60

Turkey

აქტიველ ილაკი
About Product
შემადგენლობა: 1 ტაბლეტის შემცველობა: ვიტამინი C-500მგ; ექინაცეა-50მგ; თუთია-15მგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები: გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა: სხვადასხვა ლოკალიზაციისა და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები; ქრონიკული დაღლილობის სინდრომი; ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, რეკომენდებულია საკვების მიღების შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი თვე. რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

გაფრთხილება:  სიფრთხილით უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების მიღება ლაქტოზის აუტანლობის და ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N60 ტაბლეტი ბლისტერზე.

ვარგისობის ვადა: არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: აქტიველ ილაჩ ვე კოზმეტიკ სან. ტიკ. ა.შ., თურქეთი.
Show More
More Info
Brand
აქტიველ ილაკი
Country
Turkey
Generic
echinacea+vit C+zinc
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page