Orthosyphoni stamineus 50gr
Orthosyphoni stamineus 50gr

Orthosyphoni stamineus 50gr

Georgia

იმედი
About Product
თირკმლის ჩაის ფოთოლი
Folia Orthosiphonis staminei

შემადგენლობა: თირკმლის ჩაის ფოთლები შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს და გლიკოზიდ ორთოსიფონინს. ასევე შეიცავს ორგანულ მჟავებს, ცხიმოვან მჟავებს, ბიოფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებს და კალიუმის მარილებს.

გამოყენების ჩვენება: გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს შეშუპების მოვლენები; აზოტემიის, საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებებისას, აგრეთვე ცისტიტის, ურეთრიტის, პოდაგრის დროს.

მომზადების წესი: 1 სუფრის კოვზი ნედლეული მოვათავსოთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ვადუღოთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: მიიღება 100-100გ 3-ჯერ დღეში ჭამამდე.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობა მცენარის მიმართ, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე, თირკმელებისა და გულის გამოხატული უკმარისობა, თირკმელებში კენჭების არსებობა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კენჭის დაძვრა და მილაკში გაჭედვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა
პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.

ჭარბი დოზა: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები,

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: 50გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი", საქართველო.
Show More
More Info
Brand
იმედი
Country
Georgia
Generic
orthosyphon stamineus
Form
მცენარეული ნედლეული
Quantity
1
Volume
50გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page