Herba Bidendis 50gr
Herba Bidendis 50gr

Herba Bidendis 50gr

Georgia

იმედი
About Product
ორკბილას ბალახი

შემადგენლობა: ორკბილას ბალახი შეიცავს კაროტინოიდებს, ასკორბინის მჟავას, ფლავონოიდებს, კუმარინებს, პოლისაქარიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მწარეებს, ლორწოს, მიკროელემენტებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის გარეგანი ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები: გამოიყენება კანის ალერგიული დაავადებების, როგორიცაა დიათეზი, ნეიროდერმა; ფსორიაზის დროს, სებორეას სამკურნალოდ და სხვა.

დოზირება და მიღების წესი: 3 სუფრის კოვზ ნედლეულს ემალირებულ ჭურჭელში უნდა დაესხას 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაეხუროს თავსახური და გაცხელდეს მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა გაცივდეს ოთახის ტემპერატურაზე, გაიფილტროს და დარჩენილი მასა გაიწუროს. მიღებულ ნაყენს უნდა დაემატოს ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღება 100-100 გ 3-ჯერ დღეში ჭამის დროს, აბაზანისთვის ნაყენს განაზავებენ.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ; შიგნით მიღების შემთხვევაში 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებისთვის საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს ზეგავლენას.

ჭარბი დოზირება: მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება (კანზე გამონაყარი და ქავილი). დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან დაკავშირება.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 50 გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”. საქართველო.
Show More
More Info
Brand
იმედი
Country
Georgia
Generic
bidens tripartita
Form
მცენარეული ნედლეული
Quantity
1
Volume
50გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page