Folia Sennae 40gr
Folia Sennae 40gr

Folia Sennae 40gr

Georgia

ბადი
About Product
დასახელება - სინამაქის ფოთოლი

შემადგენლობა: სინამაქის ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, ფისოვან ნივთიერებებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: სინამაქის ფოთლის ნახარშს აქვს საფაღარათო მოქმედება, ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 8-12 სთ-ის შემდეგ.A

გამოყენება მედიცინაში: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ქრონიკული შეკრულობის დროს, სპასტიური კოლიტის სამკურნალოდ.

გამოყენების წესი: 1 სუფრის კოვზ ნედლეულს დავასხათ 200მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ვადუღოთ წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გავაციოთ, გავფილტროთ და დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: მივიღოთ 1 ჭიქა ძილის წინ.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ, ფეხმძიმობის პერიოდი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა
პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.

ჭარბი დოზა: ჭარბი დოზირებისას ვითარდება დიარეა, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა. მკურნალობა სიმპტომურია.

განსაკუთრებული მითითებები: ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მიჩვევა, ამიტომ რეკომენდებულია მისი პერიოდული ჩანაცლება სხვა საფაღარათო საშუალებით.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები. მითითებული დოზის მიღებისას გვერდითი რეაქციები არ შეინიშნება.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.
Show More
More Info
Brand
ბადი
Country
Georgia
Generic
sennae
Form
მცენარეული ნედლეული
Quantity
1
Volume
40გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page