Insulin-Lantus solostar #5
Insulin-Lantus solostar #5

Insulin-Lantus solostar #5

Germany

სანოფი
cart discount
-
98.6
About Product
შემადგენლობა: აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ინსულინი გლარგინი. 1მლ ხსნარი შეიცავს 100
ერთეულ აქტიურ ნივთიერებას – ინსულინ გლარგინს.

სხვა შემადგენელი კომპონენტებია: თუთიის ქლორიდი, მეტაკრეზოლი,
გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.

ჩვენება: ლანტუსი არის გამჭვირვალე და უფერო საინექციო ხსნარი, რომელიც
შეიცავს ინსულინ გლარგინს. ინსულინი გლარგინი წარმოადგენს მოდიფიცირებულ
ინსულინს, რომელიც სრულიად შეესაბამება ადამიანის ინსულინს. იგი მიიღება
ნაწლავის ჩხირზე დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის რეკომბინირების მეთოდით.
ინსულინის გლარგინი ამცირებს ხანგრძლივი და რეგულარული სახით
გამოხატულ გლიკემიას.
ლანტუსი გამოიყენება სისხლში შაქრის შემცველობის შესამცირებლად
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში, რომლის დროსაც, ორგანიზმი ვერ
გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს სისხლში შაქრის შემცველობის გასაკონტროლებლად.

უკუჩვენება : მომატებული მგრძნობელობა ინსულინის გლარგინის ან ლანტუსის შემადგენელ
სხვა კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს ექიმს.
გამოყენების წესი: აციენტის ცხოვრების სტილის, სისხლში შაქრის შემცველობაზე (გლიკემიაზე)
ანალიზისა და თქვენს მიერ ადრე მიღებული ინსულინის მიერ გამოწვეული
შედეგების გათვალიწინებით, ექიმი განსაზღვრავს.

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ნუ გამოიყენებთ ლანტუსს ყუთზე ან ამპულაზე მითითებული ვადის ამოწურვის
შემდეგ. მოქმედების ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

გამოყენების წინ: შეინახეთ მაცივარში (2C-დან 8C-მდე ტემპერატურაზე). შეინახეთ ნახევრად
შევსებული კალამი გარე კოლოფთან ერთად სინათლისგან დაცულ ადგილზე. არ
გაყინოთ. არ მოათავსოთ მაცივრის საყინულეში და ან მის მახლობლად.
ახალი კალმის პირველად გამოყენებამდე, გააჩერეთ იგი 1-2 საათი ოთახის
ტემპერატურაზე.

გამოყენების დროს: იმ შემთხვევაში, თუ კალამი აღებულ იქნა მაცივრიდან გამოყენების ან მარაგის
სახით ტრანსპორტირების მიზნით, მისი შენახვა დასაშვებია 4 კვირამდე პერიოდის
განმავლობაში. ამ დროის მანძილზე მისი შენახვა უნდა მოხდეს ისეთ
ტემპერატურაზე, რომელიც არ აღემატება 25C–ს, სინათლისგან დაცულ ადგილზე
და არ უნდა მოათავსოთ მაცივარში. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ აღარ
გამოიყენოთ იგი.

გაცემის წესი: რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
სანოფი
Country
Germany
Generic
inosine glargine
Dose
100სე/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
შპრიც-კალამი
Quantity
5
Volume
3მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page