ჩვენებები: საფენებისგან წარმოშობილი გამონაყრის მკურნალობა. პრეპარატი გამოიყენება ასევე როგორც პირველი დამხმარე საშუალება კანის მცირე დაზიანებების დროს, როგორიცაა მცირე ზომის დამწვრობა, ნაკაწრები და მზისგან მიღებული დამწვრობა.
დოზირება და მიღების წესი: ადგილობრივად. მკურნალობა საფენებისგან წარმოშობილი გამონაყრის შემთხვევაში ჩვილ ბავშვებში: გამოყენებამდე საჭიროა დაზიანებული მიდამო იყოს დაბანილი და მშრალი. შეწითლების პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე ნაწოლების ან მცირე ზომის დამწვრობაზე პასტა დაიტანება 3-ჯერ ან მეტჯერ დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში, როგორც წესი ყოველი საფენის გამოცვლის შემდეგ. ჭრილობა, ნაკაწრი და მზისგან მიღებული დამწვრობა: დაიტანება თხელი ფენა, საჭიროების შემთხვევაში უნდა დაედოს მარლის ნახვევი.
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე, გამონაყარი მალამოს დატანების ადგილას.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: პასტა განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. დაუშვებელია თვალში მოხვედრა. თუ გამონაყარი არ გაქრა 48-72 საათის განმავლობაში, აუცილებელია მიემართოს ექიმს. პასტა არ გამოიყენება ინფექციით კანის დაზიანებულ უბანზე.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებსა და მეძუძურებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25C ტემპერატურის პირობებში. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.