Cortel-H tab 80mg+12.5mg #28
Cortel-H tab 80mg+12.5mg #28

Cortel-H tab 80mg+12.5mg #28

India

კორონა
About Product
შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს:ტელმისარტანს 80მგ;ჰიდროქლორთიაზიდს 12.5მგ.

გამოყენების ჩვენებები: კორტელ-H  ფიქსირებული დოზების კომბინაცია გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ტელმისარტანის მიღებისას ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტის მიმართ; მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების წარმოებულების მიმართ (ვინაიდან ჰიდროქლორთიაზიდი წარმოადგენს სულფონამიდის წარმოებულს); ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი; ღვიძლის მძიმე უკმარისობა; თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი<30 მლ-წთ). რეფრაქტერული ჰიპო- და ჰიპერკალიემია; ბილიარული გზების ობსტრუქციული დაავადებები; ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთდროული გამოყენება დიაბეტის ან თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR<60მლ-წთ-1.73 მ2).

დოზირება და გამოყენების ჩვენებები: ტელმისარტანი-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც  მხოლოდ ტელმისარტანით  ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი. თითოეული კომპონენეტების დოზების ტიტრაცია უნდა მოხდეს ფიქსირებულ კომბინირებულ პრეპარატით მკურნალობაზე გადასვლამდე. კორტელ-H დოზირებით-40მგ-12.5მგ ინიშნება დღეში ერთხელ თუ 40მგ ტელმისარტანით  მკურნალობის ფონზე ვერ ხერხდება წნევის ადექვატური კონტროლი. კორტელ-H დოზირებით-80მგ-12.5მგ ინიშნება დღეში ერთხელ თუ 80მგ ტელმისარტანით მკურნალობის ფონზე ვერ ხერხდება წნევის ადექვატური კონტროლი. სპეციალური პიპულაციები: თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები: საჭიროა თირკმელების ფუნქციის პერიოდული კონტროლი. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები ტელმისარტანი-ჰიდროქლორთიაზიდის მაქსიმალური დოზა შეადგენს 40მგ-12.5მგ  დღეში ერთხელ. პრეპარატი არ გამოიყენება მძიმე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია საჭირო არ არის. პედიატრიული პოპულაცია: ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. გამოყენების მეთოდი: ტელმისარტანი-ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტები მიიღება შიგნით (პერორალურად) დღეში ერთხელ სითხის მიყოლებით, საკვებისგან დამოუკიდებლად.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
კორონა
Country
India
Generic
telmisartan+hydrochlorthiazidum
Dose
80მგ+12.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page