amlocor tab 10mg #30

amlocor tab 10mg #30

Bulgaria

ადიფარმი
About Product
აქტიური ნივთიერება: ამლოდიპინი (amlodipine). თითოეული ტაბლეტი შეიცავს შესაბამისად 5მგ ან 10მგ ამლოდიპინს, ამლოდიპინის ბეზილატის ფორმის სახით.

გამოყენება
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტონია): დამოუკიდებლად ან წნევის დამწევ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში;
სტენოკარდია (გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმები, რომლის დროსაც ირღვევა გულის სისხლმომარაგება, რის გამოც წარმოიქმნება ტკივილი გულმკერდის არეში): დამოუკიდებლად ან სხვა ანტისტენოკარდიულ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში;
ვარიანტული ანგინა/Prinzmetal-ის ანგინა (გულ-სისხლძარღვთა შევიწროებით გამოწვეული სტენოკარდია).

უკუჩვენებები
ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამლოდიპინის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებების, ან სხვა კალციუმის ანტაგონისტების მიმართ;
მძიმე ჰიპოტონია (ძალიან დაბალი არტერიული წნევა);
გულის სარქვლის აორტის შევიწროება (აორტის სტენოზი);
არასტაბილური სტენოკარდია ან კარდიოგენური შოკი.

გამოყენება ბავშვებში
ამლოდიპინი არ გამოიყენება ბავშვებში.

ორსულობა
ამლოდიპინის უსაფრთხოება ორსულ ქალებში არ არის დადგენილი.

ძუძუთი კვება
დედის რძეში ამლოდიპინის გადასვლის შესახებ მონაცემები არ არის.
ამლოკორის გამოყენების წესი:
ამლოკორი ყოველთვის გამოიყენეთ ისე, როგორც ექიმი გირჩევთ. დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

ზრდასრული პაციენტები
მაღალი არტერიული წნევის და სტენოკარდიის სამკურნალო ჩვეულებრივი დოზა არის 5მგ დღეში ერთხელ, რომლის გაზრდა შეიძლება თუკი ექიმი საჭიროდ ჩათვლის 10მგ-მდე ერთჯერადად.
ბავშვები 18 წლამდე
ეს პროდუქტი ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის. ამ ჯგუფის პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დამტკიცებული.

ჭარბი დოზირება
ამლოკორის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის!

შენახვა
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25რC.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
Show More
More Info
Brand
ადიფარმი
Country
Bulgaria
Generic
amlodipine
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page