Plavix tab 75mg #30

Plavix tab 75mg #30

France

სანოფი
About Product
საერთაშორისო დასახელება - clopidogrel
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტაზი → ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები → ანტიაგრეგანტები
1 ტაბ.
კლოპიდოგრელი.........75 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბირთვი შეიცავს მანიტს, მაკროგოლ 6000-ს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, ჰიდროქსიპროპილცელულოზას, ხოლო გარსი კი ჰიპრომელოზას, ტრიაცეტინს, ტიტანის დიოქსიდს (E 171), რკინის წითელ ოქსიდს (E 172), კარნაუბის ცვილს.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკისათვის:
-მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომ პერიოდში (რამდენიმე დღიდან არანაკლებ 35 დღის განმავლობაში), იშემიური ინსულტის (7 დღიდან 6 თვემდე ნაკლები პერიოდი) ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებების დროს;
-მწვავე კორონალური სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში შთ სეგმენტის სიმაღლეში მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან არა-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი) აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში.

დოზირების რეჟიმი
მოზრდილებსა და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ერთხელ დღეში საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად დოზით 75 მგ დღეში. მწვავე კორონალური სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში შთ სეგმენტის სიმაღლეში მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია, ან არა-Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი) პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად, საწყისი დოზით 300 მგ, შემდგომში ერთხელ დღეში 75 მგ-ის ოდენობით (აცეტილსალიცილის მჟავასჟთან 75-325 მგ დღეში კომბინაციაში). მაღალი დოზით პრეპარატის მიღებისას მოსალოდნელია სისხლდენის წარმოშობის საშიშროება, ამიტომ არ არის რეკომენდებული 100 მგ-ზე მეტი დოზით აცეტილსალიცილის მჟავას მიღება. მკურნალობის ხანგრძლივობის კურსი ფორმალურად დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები
- პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
- მწვავე სისხლდენა გამოწვეული პეპტიური წყლულით ან თავის ტვინში სისხლჩაქცევით;
- ლაქტაციის პერიოდი.
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
კვლევების შედეგად არ არის დადგენილი აღწევს თუ არა პრეპარატი დედის რძეში.

ჭარბი დოზირება
კვლევების შედეგად არ არის დადგენილი პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენები, ასევე არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია გახანგრძლივებული სისხლდენის დროის სწრაფი კორექცია, კლოპიდოგრელის მოქმედება შესაძლებელია შეჩერდეს თრომბოციტული მასის გადასხმით.
Show More
More Info
Brand
სანოფი
Country
France
Generic
clopidogrel
Dose
75მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page