აქტიური ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა. სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა 112 და მანიტოლი.
ჩვენებები: არასტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკა; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პრევენცია; ტრანზიტორული იშემიური შეტევების (TIA) და თრომბოზული ცერებროვასკულური შემთხვევების (CVA) პირველადი ან მეორადი პრევენცია; თრომბოემბოლიის პრევენცია სისხლძარღვთა ქირურგიის ან სხვა ქირურგიული პროცედურების შემდეგ.
დოზირება: პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ASP 100 ტაბლეტი მიიღება პერორალურად წყალთან ერთად. რეკომენდებული დოზაა 1-დან 3-მდე ASP 100 ტაბლეტი დღეში (100-დან 300 მგ აცეტილსალიცილის მჟავა), კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.
უკუჩვენებები: პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან პერფორაციის ანამნეზი პეპტიური წყლული/აქტიური სისხლდენა ან მორეციდივე პეპტიური წყლულის/სისხლდენის ისტორია ან სისხლდენისაკენ მიდრეკილება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, 100 მგ/დღეზე მაღალი დოზებით; ცხელებით ან მის გარეშე მიმდინარე ინფექციების სამკურნალოდ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, პოტენციურად მძიმე დაავადების (რეიეს სინდრომი) გამოწვევის რისკის გათვალისწინებით; 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ნებისმიერი მდგომარეობისას.
ორსულობა და ლაქტაცია: თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.