Cereton caps 400mg #14

Cereton caps 400mg #14

Russia

ფარმფირმა სოტექსი
cart discount
-
19.72
About Product
საერთაშორისო დასახელება - ქოლინის ალფოსცერატი
შემადგენლობა
საინექციო ხსნარის ერთი ამპულა (4 მლ) შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ქოლინის ალფოსცერატი – 1000 მგ
არააქტიური ინგრედიენტები: საინქეციო წყალი ქ.ს. 4 მლ-მდე.
ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ქოლინის ალფოსცერატი – 400 მგ
არააქტიური ინგრედიენტები: გაწმენდილი წყალი – 140 მგ, გლიცერინი – 50 მგ
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი 152 მგ, ეზიტოლი – 41 მგ, სორბიტანი – 33 მგ, ნატრიუმის ეთილ-p-ჰიდროქსიბენზოატის – 0,8 მგ, ატრიუმის პროპილ- p -ჰიდროქსიბენზოატის – 0,4 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) – 2,4 მგ, რკინის (III) მეტაჰიდროქსიდი (E172) – 1,1 მგ.

ჩვენებები
- თავის ქალა - ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი ძირითადად ტვინის ღეროს დაზიანების შემთხვევაში (გონების დაკარგვა, კომატოზური მდგომარეობა, კეროვანი ნახევარსფერული სიმპტომატიკა, ტვინის ღეროს დაზიანების სიმპტომები).
- დეგენერაციული ან ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგები ისეთი, როგორიცაა: აზროვნების უნარის პირველადი ან მეორადი დარღვევები ასაკოვნებში, რომელთათვის დამახასიათებელია მეხსიერების დაქვეითება, ცნობიერების მოშლა, დეზორიენტაცია.
- მოტივაციისა და ინიციატივის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის შესუსტება, ქცევის და ემოციური მდგომარეობის შეცვლა: ემოციური ცვალებადობა, გაღიზიანება, ინტერესის არქონა.
- ფსევდომელანქოლია ასაკოვნებში.

მიღების წესები და დოზები
მწვავე მდგომარეობებისას ქოლინი შეჰყავთ კუნთში, ან ვენაში (ნელა) 1,0 გ (1 ამპ.) დღეში.
ქრონიკული ცერებროვასკულარული უკმარისობისას და დემენციის სინდრომებისას ქოლინი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში 400 მგ (1 კაფსულა), სასურველია ჭამამდე. მკურნალობის ხანგრძლიობა შეადგენს 3-6 თვეს.

გვერდითი მოვლენები
ქოლინის ალფოსცერატი, როგორც ბიოლოგიური კომპონენტების წინამორბედი, ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი. შესაძლოა გულისრევა (რაც ალბათ დაკავშირებულია მეორად დოპამინერგულ აქტივაციასთან), რომლის კუპირებისათვის შეიძლება აუცილებელი გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება.

უკუჩვენება
დადგენილი ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
არ ახდენს ზემოქმედებას ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ტემპერატურაზე, რომელიც არ აღმატება 25რ C
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისიანობის ვადა: ამპულები – 5 წელი. კაფსულები – 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით
Show More
More Info
Brand
ფარმფირმა სოტექსი
Country
Russia
Generic
choline alfoscerate
Dose
400მგ
Form
კაფსულა
Quantity
14
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page