Mildronat caps 500mg #60
Mildronat caps 500mg #60

Mildronat caps 500mg #60

Latvia

გრინდეკსი
About Product
საერთაშორისო დასახელება -MILDRONATE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქსოვილების მეტაბოლიზმისა და ენერგოუზრუნველყოფის გამაუმჯობესებელი საშუალება
1 კაფს.......250 მგ
1 კაფს.......500 მგ

ჩვენებები: გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია, ასევე ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (ტვინის ინსულტები და ცერებროვასკულური უკმარისობა). ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის მქონე სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონიული). • დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა, მათ შორის, სპორტსმენებში. • აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში). • ბრონქული ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:
ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლინების გამო რეკომენდირებულია, მიღებული იქნას დღის პირველი ნახევარში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში – 0,5 – 1,0 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი – 4-6 კვირა. კარდიალგია მიოკარდიუმის დისჰორმონალური დისტროფიის ფონზე – შიგნით, 0,5 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი – 12 დღე. თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა: მწვავე ფაზა – იყენებენ პერპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლით – 0,5 - 1,0 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი - 4-6 კვირა ქრონიკული დარღვევები – 0,5 დღეში პერორალურად, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის საერთო კურსი – 4-6 კვირა. განმეორებითი კურსების ჩატარება
ჩვეულებრივ, 2-3-ჯერ წელიწადში) დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სისხლძარღვოვანი პათოლოგია და ბადურის დისტროფიული დაავადებები: იყენებენ პრეპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას. გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვები, მათ შორის, სპორტსმენებში. მოზრდილებს – 0,25 გ პერორალურად 4-ჯერ დღეში ან 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 10-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ. სპორტსმენებს – 0,5 – 1,0 გ პერორალურად 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში – 10-14 დღე. ქრონიკული ალკოჰოლიზმი: პერორალურად 0,5 გ 4-ჯერ დღეში; მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.
ბრონქული ასთმა: 0,25 გ პერორალურად ყოველდღე სამი კვირის განმავლობაში. ბრონქოლიზური საშუალებებთან კომბინაციაში.

უკუჩვენებები: პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ქალასშიდა წნევის მომატება (ვენური უკუდენის დარღვევებისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).
გვერდითი მოვლენები: იშვიათად – ალერგიული რეაქციები (გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება), ასევე დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა, აგზნება.
Show More
More Info
Brand
გრინდეკსი
Country
Latvia
Generic
meldonium
Dose
500მგ
Form
კაფსულა
Quantity
60
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page